რა ტიპის ღონისძიებებს უწევთ ორგანიზებას?

ჩვენ ვმუშაობთ ფესტივალებზე და ღონისძიებებზე ღია ცის ქვეშ, კორპორატიულ ღონისძიებებზე, კონფერენციებზე, პროდუქტის პრეზენტაციებზე, გახსნის ცერემონიებზე, ოჯახურ დღესასწაულებზე, კერძო ღონისძიებებზე, თიმბილდინგებზე და ა.შ თითოეული ღონისძიება იგეგმება ინდივიდუალურად, თქვენი საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.

მარტო თბილისს ემსახურებით?

Click Events გუნდი მუშაობს როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.

რას მოიცავს თქვენი მომსახურება?

ჩვენ გთავაზობთ ღონისძიების სრულ მენეჯმენტს – ტექნიკურ უზრუნველყოფს (ხმის სისტემა, განათება, სცენა, ეკრანები და სხვა), ღონისძიების დიზაინს და თემატურ კონცეფციას, დეკორაციას და სივრცის გაფორმებას, სცენარის დაგეგმვასა და დღის მენეჯმენტს, გუნდის კოორდინაციას, სტუმრების ლოგისტიკას და ა.შ. ჩვენი მიზანია, რომ დაგეხმაროთ შექმნათ ეფექტური, შთამაგონებელი და ორგანიზებულად წარმართული ღონისძიება – ზედმეტი სტრესის გარეშე.

რამდენად ადრე უნდა დაგიკავშირდეთ ღონისძიების დაგეგმვისთვის?

რეკომენდებულია დაგვიკავშირდეთ ღონისძიებამდე მინიმუმ 1 თვე ადრე, განსაკუთრებით თუ ღონისძიება დიდია ან სპეციფიკური ლოკაცია გსურთ, თუმცა, სასწრაფო შეკვეთებზეც ვმუშაობთ, შესაძლებლობიდან გამომდინარე.

მათთვისაც მუშაობთ, ვისაც მხოლოდ დიზაინი ან დეკორი სჭირდება?

დიახ! თუ ღონისძიების მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე ხართ კონცენტრირებული – დეკორი, სცენის გაფორმება, თემა და სტილი – ამ ნაწილშიც მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ.

რა ღირს თქვენი მომსახურება?

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია პროექტის ამოცანასა და სირთულეზე. დეტალური დავალების მიღების შემდგომ, ჩვენი გუნდი უმოკლეს ვადაში დაამუშავებს პროექტის შეთავაზებას და ბიუჯეტს, სადაც ასევე მითითებული იქნება ჩვენი კომპანიის მომსახურების თანხაც.

გაქვთ სხვა კითხვა?

დაგვიკავშირდით და სიამოვნებით გიპასუხებთ!

📩maka@clickevents.ge
📞(+995) 599116811

სერვისის ციკლი

საწყისი კონსულტაცია

თქვენი ხედვისა და მოთხოვნების გაგება

ადგილმდებარეობის შერჩევა და მოწყობა

თქვენი ღონისძიებისთვის იდეალური ადგილმდებარეობის პოვნა და დიზაინი

კონცეფციის შეთავაზება

უნიკალური თემისა და გამოცდილების შექმნა

ღონისძიების დღის მართვა

უნაკლო განხორციელების უზრუნველყოფა

კონცეფციის დიზაინი

ვიზუალური და გამოცდილების ელემენტების შემუშავება

ბიუჯეტისა და მომწოდებლების მართვა

რესურსების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების კოორდინაცია