Click Holding - დამფუძნებლები
Click Holding დამფუძნებლები
დამფუძნებლები
  • მარიამ ყუბუსიძე
  • სოფიო ნაცვლიშვილი
  • ცისია გლურჯიძე
ჩვენს შესახებ

Click Holding 2017 წელს, საქართველოში, სამი ბიზნეს პარტნიორის მიერ დაარსებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. ჰოლდინგი აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას და მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ მომსახურებას - იდეის მიწოდებიდან მის რეალიზებამდე.

ჩვენი მიმართულებები:

  • Click Events – ღონისძიების მართვა (DMC, PCO, CEP, SEP)
  • Click Tour – მოგზაურობის მენეჯმენტი, ავიაბილეთები მსოფლიოს ყველა მიმართულებით, სასტუმროს რეზერვაცია, 24 საათიანი კონსიერჟ სერვისი
  • Click Wedding – ქორწილის ორგანიზება
  • Click Consulting – ბლოგერებთან/ინფლუენსერებთან თანამშრომლობის კონსულტაცია და მომსახურება
  • Click Studio – ფოტო და ვიდეო გადაღება

კომპანია ამაყობს, რომ მას სათავეში უდგას პროფესიონალთა გუნდი 20 წელზე მეტი გამოცდილებით. წლების განმავლობაში ჩვენ დავამყარეთ ფასდაუდებელი ურთიერთობები მომხმარებელთა ფართო სპექტრთან, მათ შორის ცნობილ ქართულ ბრენდებთან, სახელმწიფო სააგენტოებთან, ღვინის ქარხნებთან, სამინისტროებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მრავალფეროვანი პორტფელით, რომელშიც წარმოდგენილია მრავალი წარმატებული პროექტი, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მასშტაბით, კომპანიამ დაიმკვიდრა სანდო რეპუტაცია. თითოეული პროექტის განხორციელებლისას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ძირითადი ღირებულებებით - პატიოსნება, ინოვაცია და მომხმარებელთა კმაყოფილება.

სამუშაო საათები:
ორშ – პარ: 10:00 – 19:00